ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


23 March 2016
საქართველოს უნივერსიტეტმა ფაიამი ნორის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

22 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტსა და ფაიამი ნორის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა სამეცნიერო კვლევებისა და ტექნოლოგიური თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ირანის მხრიდან ხელი მოაწერა ფაიამი ნორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალი ადგარ აბუსაიდმა, საქართველოს მხრიდან საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტებმა - ქ.ნ გიული ალასანიამ და ქ.ნ მანანა სანაძემ.

მემორანდუმის თანახმად, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს, მკვლევარებსა და  პროფესორებს საშუალება ექნებათ ერთობლივი მონაწილეობა მიიღონ კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, ითანამშრომლონ სამეცნიერო კვლევების ჩატარებისას და ტექნოლოგიურ გამოფენებზე,  ჩაატარონ კვლევითი პროექტები და განახორციელონ გაცვლითი პროექტები. ფაიამი ნორის უნივერსიტეტმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ სპეციალურად საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შექმნას სპარსული ენის შემსწავლელი მოკლე კურსი.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი